როგორც ჩანს, უკრაინული სკაუტინგი ქართულ საფეხბურთო ბაზარს აქტიურად აკვირდება და მათ ლიგას ორი ქართველი მოთამაშე, ანზორ მექვაბიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე დაუკავშირეს.
პირველი მათგანის გარშემო სამი კლუბის სახელი ტრიალებს, მათგან ყველაზე გამორჩეული და ცნობილი დონეცკის შახტარია, სადაც 2 ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი ისედაც თამაშობენ.
რაც შეეხება კალანდაძეს, ის დინამო კიევს შესთავაზეს, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დაწყებული არ არის. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს შანსი, რომ ალექსანდრე ან დინამო კიევში, ან რომელიმე სხვა უკრაინულ კლუბში ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ როგორც ანზორ მექვაბიშვილი, ისე ალექსანდრე კალანდაძე დინამო თბილისის საკუთრებაში არიან, ამავე კლუბის მფლობელის განცხადებით კი დინამოს მომავალი აკადემიის მოთამაშეებზე იქნება აგებული.