ბარსელონას დანიელი მცველი, ანდრეას კრისტენსენი დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აღნიშნული ჯილდო კრისტენსენს დანიის ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა.
"ამ ჯილდოს მიღებით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა", - ამბობს დანიელი
ცნობისთვის, კრისტენსენმა საუკეთესოთა დუელში პიერ-ემილ ჰოიბერგს აჯობა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო წინა წელს მიიღო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კრისტენსენმა 2023 წელს ბარსაში 41 მატჩი გამართა და ჩავისთის ერთ-ერთი სტაბილური მოთამაშეც გახდა.