საშინელი მონაცემი | როგორია ხვიჩას საშუალო სტატისტიკური შეფასება ბოლო მატჩებში » სპორტის ხაზი

საშინელი მონაცემი | როგორია ხვიჩას საშუალო სტატისტიკური შეფასება ბოლო მატჩებში

საშინელი მონაცემი | როგორია ხვიჩას საშუალო სტატისტიკური შეფასება ბოლო მატჩებში
8-01-2024, 15:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ნამდვილად ძალიან ცუდი პერიოდი უდგას.

იმის გარდა, რომ "კვარადონა" გოლის გატანას ვეღარ ახერხებს, მისი თამაშის ხარისხიც ნელ-ნელა ქვეითდება, რაზეც მთელი იტალიური მედია წერს.

სამწუხაროა, თუმცა კვარას ბოლოდროინდელი თამაში კარგის თქმის საშუალებას არ გვაძლევს. მისი ბოლო თამაშებში მიღებული შეფასებები რომ შევაჯამოთ და საშუალო სტატისტიკური ციფრი გამოვიყვანოთ, ხვიჩას ჯამურად 6.6 სარეიტინგო ქულა ეკუთვნის, რაც მისი სტანდარტებისთის ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის 77-ე ნომერს ამ სეზონში სერია A-ს 18 თამაშში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი