"ნაპოლის მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - Calcionapoli კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ნაპოლის მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - Calcionapoli კვარაცხელიაზე

"ნაპოლის მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - Calcionapoli კვარაცხელიაზე
8-01-2024, 15:34
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ სერია A-ს შეხვედრაში ნაპოლის განადგურებას არაერთი იტალიური ვებგვერდი და გამოცემა გამოეხმაურა, ერთ-ერთი ასეთი კი Calcionapoli გახლავთ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაზე შემდეგი რამ დაწერა:

"წინა სეზონში კვარაცხელიამ და ოსიმენმა ნაპოლის სკუდეტო მოუტანეს, ამ სეზონში კი ქართველი თავისივე თავის აჩრდილია."

"ხვიჩა ისე ვერ თამაშობს, როგორც მისგან ელიან. ის მინდორზე ძალიან ნერვიულობს და გადაწყვეტილებებში სიცხადე აკლია. ტორინოს წინააღმდეგ კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველაზე ცუდი შეხვედრა გამართა"
, - წერს ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის გარემარბმა ტორინოსთან მატჩში 6.5 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი