ცუდი შედეგები არ შეარჩინეს - ბრაზილიამ მწვრთნელი დაითხოვა » სპორტის ხაზი

ცუდი შედეგები არ შეარჩინეს - ბრაზილიამ მწვრთნელი დაითხოვა

ცუდი შედეგები არ შეარჩინეს - ბრაზილიამ მწვრთნელი დაითხოვა
6-01-2024, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები საშინლად გამოიყურება, რაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ჩატარებული მატჩებითაც კარგად აისახება.

სწორედ აქედან გამომდინარე, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელი (ფერნანდო დინიზი) თანამდებობიდან დაითხოვა, რის შესახებაც უცხოურ მედიაში სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.

სხვათა შორის, ბოლო ხანს ბრაზილიის ნაკრებს კარლო ანჩელოტის უკავშირებდნენ, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა რეალთან კონტრაქტი განაახლა და ბრაზილიის ჩაბარებაც გამოირიცხა.

ამდენად, ბრაზილია ამ ეტაპზე მწვრთნელის გარეშეა, ხოლო ვინ იქნება სელესაოს მომდევნო დამრიგებელი, ეს ჯერ არავინ იცის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი