"ხვიჩასთან მიმართებით დე ლაურენტისი არასწორად იქცევა" | RAI-ის ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩასთან მიმართებით დე ლაურენტისი არასწორად იქცევა" | RAI-ის ჟურნალისტი

"ხვიჩასთან მიმართებით დე ლაურენტისი არასწორად იქცევა" | RAI-ის ჟურნალისტი
31-12-2023, 14:55
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასისა და ახალი კონტრაქტის თემას იტალიური RAI-ის ჟურნალისტი, ანტონელო პერილიო ეხმაურება, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ დე ლაურენტისი გაუგებრად და ამოუხსნელად იქცევა:

"მოდით, შევხედოთ ნაპოლის კონკურენტ ინტერს, სადაც საკონტრაქტო თვალსაზრისით საერთოდ სხვა სიტუაციაა. მათ ახლახანს დადეს ახალი ხელშეკრულება მხითარიანთან, დარმიანთან და დიმარკოსთან, რომლებიც სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესები იქნებიან. რას აკეთებს ამის პარალელურად ნაპოლის პრეზიდენტი?"

"როგორ შეიძლება კონტრაქტზე და ხელფასის გაზრდაზე დააყოვნო ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც."

"მხოლოდ უცნაური ეთქმის იმ ფაქტს, რომ ნაპოლიში თითქმის ყველა კვარაცხელიაზე მეტს შოულობს, მათ შორის მეორეხარისხოვანი დემეც, რომელიც ხვიჩაზე ლამის ორჯერ მეტს იღებს"
, - წერს თვითერზე ჟურნალისტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი