L'Equipe წერს, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კარის დარაჯმა და კაპიტანმა, უგო ლორისმა "ტოტენჰემთან" ხელშეკრულება გაწყვიტა. გამოცემის ცნობით, 37 წლის მეკარე ასპარეზობას MLS-ში გააგრძელებს.
როგორც ირკვევა, ფრანგი "ლოს ანჯელესის" ღირსებას დაიცავს. ხელშეკრულების ერთწლიანი, შემდგომში კიდევ ერთი ან ორი წლით გახანაგრძლივების შესაძლებლობით იქნება. უგო ლოს ანჯელესს იანვრის ბოლოს უნდა შეუერთდეს.
ლორისსა და ლონდონელებს შორის კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე იყო გათვალისწინებული. ფრანგს "მამლების" შემადგენლობაში ამ სეზონის არცერთ შეხვედრაში უთამაშია.
უგო "ტოტენჰემის" ღირსებას 2012 წლიდან იცავდა, იქამდე კი "ნიცასა" და "ლიონში" ვხედავდით. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მან მსოფლიოს 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო 2022 წლის მუნდიალზე ვერცხლის მედალი მიიღო. 2023 წლის იანვარში მეკარემ სანაკრებო კარიერა დაასრულა.