"ფლანგზე დაბლოკეს, ცენტრში დაბლოკეს, კვარაცხელია გააჩერეს" - იტალიური პრესა » სპორტის ხაზი

"ფლანგზე დაბლოკეს, ცენტრში დაბლოკეს, კვარაცხელია გააჩერეს" - იტალიური პრესა

"ფლანგზე დაბლოკეს, ცენტრში დაბლოკეს, კვარაცხელია გააჩერეს" - იტალიური პრესა
30-12-2023, 17:28
Aa Aa
გაზიარება:

რაც უფრო დიდი დრო გადის, ხვიჩა კვარაცხელიას მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე არაერთი იტალიური გამოცემა აკრიტიკებს, რომლებსაც წინა სეზონიდან მოყოლებული ქართველის მიმართ საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული.

მაგალითად, ilnapolista ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს, რომ გუშინდელ მატჩში ქართველი თავის თავს არ ჰგავდა და ყველა მცდელობა წარუმატებელი ჰქონდა:

"ნაპოლის დაცვაში სერიოზული პრობლემებია, თუმცა მარტო ეს როდია, პრობლემები აქვს შეტევის ხაზსაც, განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მონცასთან ბევრს აქტიურობდა, თუმცა ყველა მისი მცდელობა უშედეგო გამოდგა."

"კვარაცხელია ფლანგზე დაბლოკეს, ცენტრში დაბლოკეს და საბოლოოდ შეაჩერეს. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა თუ რა სჭირს ამ მოთამაშეს, რომელიც გასულ სეზონში გაცილებით სახიფათო იყო, - არის ეს მწვრთნელის ბრალი თუ თავად მოთამაშემ მოუკლო ახალ სეზონში"
, - წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი