"რაც ახლა ხდება ჩემი ბრალია" - დე ლაურენტისი პასუხისმგებლობას არ გაურბის » სპორტის ხაზი

"რაც ახლა ხდება ჩემი ბრალია" - დე ლაურენტისი პასუხისმგებლობას არ გაურბის

"რაც ახლა ხდება ჩემი ბრალია" - დე ლაურენტისი პასუხისმგებლობას არ გაურბის
30-12-2023, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

29 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ მონცას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრის დასრულებიდან მალევე ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ და რაც ახლა ნაპოლიში ხდება, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, აქ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ბრალეულობა საერთოდ არ არის."

"ნაპოლის გულშემატკივრებს პირობას ვაძლევ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიაქტიურებთ და ძლიერი ფეხბურთელების დამატებას შევეცდებით"
, - თქვა დე ლაურენტისმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი