2023 წლის ვერსია - რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბი » სპორტის ხაზი

2023 წლის ვერსია - რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბი

2023 წლის ვერსია - რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბი
27-12-2023, 15:55
Aa Aa
გაზიარება:

Transfermarkt-მა საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების საბოლოო შეფასებები გამოაქვეყნა, რომლიდანაც ვარკვევთ თუ რომელი გუნდია მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული.

როგორც ირკვევა, დინამო თბილისის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 7.35 მილიონი ევროა, რომელსაც მეორე ადგილზე დინამო ბათუმი 6.40 მილიონი ევროთი მოსდევს, მესამე პოზიციას კი საბურთალო იკავებს, - 4.68 მილიონი.

საინტერესოა ისიც, რომ 2023 წლის ვერსიით ეროვნულ ლიგაში მოთამაშე კლუბების ჯამური საბაზრო ღირებულება 41.28 მილიონი ევროა, მოთამაშეთა საშუალო ფასი კი 163 ათასი ლარი.

დინამო თბილისი – 7,35 მილიონი ევრო

ბათუმის დინამო – 6,40

საბურთალო – 4.68

ქუთაისის ტორპედო – 4.58

წყალტუბო სამგურალი – 4,13

გორის დილა – 3,58

თელავი – 3,43

გაგრა – 3,25

სამტრედია – 2.77

ქობულეთი შუქურა – 1.14


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი