VIDEO: ჩაკვე ბლექბერნთან - როგორ ითამაშა გიორგიმ უოტფორდში მორიგი მატჩი » სპორტის ხაზი

VIDEO: ჩაკვე ბლექბერნთან - როგორ ითამაშა გიორგიმ უოტფორდში მორიგი მატჩი

VIDEO: ჩაკვე ბლექბერნთან - როგორ ითამაშა გიორგიმ უოტფორდში მორიგი მატჩი
25-12-2023, 15:13
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში უოტფორდმა მორიგი მატჩი გამართა, სადაც მისი მეტოქე ბლექბერნი გახლდათ. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა მეტოქე 1:2 დაამარცხა, თავად ქართველი კი მინდორზე 72-ე წუთზე ჩაერთო.

გაცემულ 18 წუთში გიორგი ჩაკვეტაძე აქტიური იყო და ხშირად გვთავაზობდა საფირმო დრიბლინგსაც, რამაც უოტფორდის თამაშში გარკვეული სიმწვავე შეიტანა. 24 წლის ნახევარმცველს მატჩის ბოლოს 6.3 სარეიტინგო ქულა მიაკუთვნეს, - იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე უოტფორდში 2023/2024 წლების სეზონის სტარტზე გადავიდა და ამ დრომდე ჩაკვემ კლუბის მაისური 17-ჯერ მოირგო, რა დროშიც მან 1 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი