"თავისი თავის მოჩვენებაა, წინა სეზონის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე » სპორტის ხაზი

"თავისი თავის მოჩვენებაა, წინა სეზონის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

"თავისი თავის მოჩვენებაა, წინა სეზონის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
25-12-2023, 13:47
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატში რომასთან მნიშვნელოვანი თამაშის წაგების შემდეგ ნაპოლის ფეხბურთელები არაერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა და მედიის წარმომადგენელმა გააკრიტიკა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც რომასთან წარმოჩენილი პერფორმანსი დაუწუნეს.

ნეაპოლური გუნდის თამაშით უკიდეგანოდ უკმაყოფილია იტალიელი ჟურნალისტი სახელად უმბერტო კიარიელო, რომელმაც Campania Sport-ის ეთერში პარტენოპეიზე შემდეგი რამ თქვა:

"მოდით, გულწრფელები ვიყოთ და ყველაფერზე ღიად ვისაუბროთ. რომასა და ნაპოლის დაპირისპირებაში მსაჯს არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ზოგადად შეთქმულების თეორიების არასდროს მჯეროდა და ამას არც ახლა დავიჯერებ. კოლომბო იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია და ვერავისკენ იქნება მიდრეკილი. საქმე ისაა, რომ ნაპოლი სამარცხვინო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მათ თავიანთი სახე დაკარგეს. რომასთან დანახულ ნაპოლის სპალეტის გუნდის არაფერი გააჩნდა."

"ხვიჩა კვარაცხელია წინა სეზონის აჩრდილია, ის უბრალოდ თავის თავს არ ჰგავს. ცუდად გამოიყურება ზამბო ანგისაც, რომელიც ნახევარდაცვაში ნაზი გოგონასავით დაფარფატებს და ღირებულს ვერაფერს გვთავაზობს. გარდა ამისა, ცუდია რაჰმანიც, რომლის წინაც ბელოტიმ ლამის სიგარეტის მოწევა და ჩაის დალევა დაიწყო"
, - ამბობს კიარიელო

შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაძარის გუნდი იტალიის სერია A-ს მე-7 პოზიციას 27 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი