"სამოყვარულო დონისაა" - აიაქსში ფანებმა მიქაუტაძე მორიგ ჯერზე გააკრიტიკეს » სპორტის ხაზი

"სამოყვარულო დონისაა" - აიაქსში ფანებმა მიქაუტაძე მორიგ ჯერზე გააკრიტიკეს

"სამოყვარულო დონისაა" - აიაქსში ფანებმა მიქაუტაძე მორიგ ჯერზე გააკრიტიკეს
22-12-2023, 12:38
Aa Aa
გაზიარება:

21 დეკემბერს გიორგი მიქაუტაძის აიაქსმა ნიდერლანდების თასის 1/16 ფინალში ქვედა დივიზიონის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 წააგო და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ მინდორზე 90 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, რომელმაც არც თუ ისე კარგი შეფასება მიიღო, განსაკუთრებით ნიდერლანდელი ქომაგებისგან, რომლებმაც გიორგი შემდეგი სიტყვებით შეაფასეს:

"ფული არასაკმარისად იხარჯება და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ზოგიერთი მოთამაშე საერთოდ სამოყვარულო დონისაა და ასეთები ფორბსი, ავილა, ტაჰიროვიჩი, სუტალო და მიქაუტაძე არიან."

"გუნდში დღემდე გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც აიაქსი უმალვე უნდა დატოვონ, ეს ფორბსს, მიქაუტაძეს, ავილასა და სხვებს ეხებათ"
, - წერენ აიაქსის ქომაგები

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მიქაუტაძის მეცში სეზონის ბოლომდე იჯარით დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია. იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ამსტერდამელებისთვის პასუხის გაცემას ღირსეულად შეძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი