ფასები ხელახლა გამოაქვეყნეს - კვარაცხელიას ღირებულება შემცირებულია » სპორტის ხაზი

ფასები ხელახლა გამოაქვეყნეს - კვარაცხელიას ღირებულება შემცირებულია

ფასები ხელახლა გამოაქვეყნეს - კვარაცხელიას ღირებულება შემცირებულია
21-12-2023, 13:16
Aa Aa
გაზიარება:

Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა, რის შემდეგაც ხვიჩა კვარაცხელიას ფასი ოდნავ შემცირდა.

წინა სეზონის საოცრად ჩატარების შემდეგ კვარაცხელიას ფასი ქართული ფეხბურთის რეკორდულ ნიშანს გასცდა და 85 მილიონი ევრო გახდა, თუმცა ხვიჩა ახლა 80 მილიონი ევრო ღირს.

აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ფასი შეუმცირდა ხვიჩას უმთავრეს მეწყვილეს, ვიქტორ ოსიმენსაც, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან ქართულ-ნიგერიული დუეტი ჯერჯერობით წინა სეზონის მხოლოდ აჩრდილს თუ ჰგავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი