"გასახდელში ეს ფაქტორი ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებს" - იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლიზე » სპორტის ხაზი

"გასახდელში ეს ფაქტორი ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებს" - იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლიზე

"გასახდელში ეს ფაქტორი ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებს" - იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლიზე
22-12-2023, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლის უკანასკნელი მარცხის ფონზე არაერთი მწვავე კომენტარი გავრცელდა, რომელიც მთელი გუნდის მისამართით იყო გაკეთებული.

თითქოს ფროზინონესთან 0:4 განადგურება საკმარისი არ იყო, იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯოვანო სკოტომ ყურადღება ნაპოლის გასახდელზე გაამახვილა და ის ნიუანსი გამოარჩია, რაც ფეხბურთელებზე წნეხს ზრდის:

"ვალტერ მაძარიმ ერთხელ უკვე მკაფიოდ და გარკვევით თქვა, რომ ვისაც ნაპოლიში თამაში აღარ სურს, მას კლუბის დატოვება უმალვე შეუძლია. ორი აზრი არ არის, რომ მაძარი ამ სიტყვებით ირიბად ელიფ ელმასს მიმართავდა, რომელსაც ლაიფციგში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს."

"ელიფ ელმასი ახლა სხვა სიტუაციაშია და მისი გასახდელში ყოფნა სხვებზე ცუდად მოქმედებს, თითქოს კლუბის ერთიანობაში განხეთქილებაა"
, - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელიფ ელმასი გერმანულ კლუბში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა გადავიდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი