"კვარაცხელიას უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება" - ლორან ბლანი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება" - ლორან ბლანი

"კვარაცხელიას უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება" - ლორან ბლანი
19-12-2023, 15:35
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა, ლორან ბლანმა ამავე კლუბების სამომავლო დაპირისპირებაზე ისაუბრა და რამდენიმე საკითხი მიმოიხილა:

"ნაპოლისთვის იტალიის ჩემპიონობა დიდი მიღწევა იყო, რაშიც ლუჩანო სპალეტის უდიდესი წვლილი მიუძღვის. მიუხედავად ამისა, იოლი არაა, რომ მაღალ დონეზე სტაბილურად ითამაშო, თუმცა ნაპოლის ეს გაუკეთებია."

"ამ ეტაპზე ბარსელონა კარგ სიტუაციაში ნამდვილად არაა, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ისინი ლა ლიგის ჩემპიონები გახდნენ და მოხარული ვარ, რომ ამის გაკეთება კლუბში დაბრუნებულმა ჩავიმ შეძლო, რომელიც ძველ ღირებულებებს აცოცხლებს."

"ძალიან მაინტერესებს ოსიმენისა და ლევანდოვსკის დუელი, საიდანაც ერთი ამომავალი ვარსკვლავია, ნამდვილი საჩემპიონთალიგო მოთამაშე, მეორე კი კარიერის დასასრულისკენ მიდის, თუმცა ვიცით თუ როგორი გამოცდილება აქვს მას. გარდა ამისა, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაც, რომელიც ასევე უმაღლესი დონის მოთამაშეა"
, - თქვა ბლანმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და ბარსელონას პირველი მატჩი 2024 წლის 14 თებერვალს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი