ტოჩინოშინის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, ცერემონიალი გაიმართება » სპორტის ხაზი

ტოჩინოშინის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, ცერემონიალი გაიმართება

ტოჩინოშინის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით,  ცერემონიალი გაიმართება
14-12-2023, 23:28
Aa Aa
გაზიარება:

2024 წლის 4 თებერვალს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ტოჩინოშინის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსათხოვარი ცერემონიალი გაიმართება. ამის შესახებ ქართველმა სუმოისტმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა...

"გამარჯობა, სუმოს მოყვარულებო! ჩემი გამოსათხოვარი ცერემონია ახლოვდება და დიდი ღონისძიებისთვის ვემზადები.

შესანიშნავი იქნება თუ დაესწრებით საღამოს, რომელიც 2024 წლის 4 თებერვალს, კოკუგიკანში გაიმართება! იმედი მაქვს, ყველას გნახავთ!"
- წერს ტოჩინოშინი ინსტაგრამის პირად გვერდზე.

ქართული სუმოს ლეგენდამ, ლევან გორგაძემ კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა.

2018 წელს ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო და ოძეკის ტიტული მიიღო. ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართველ სუმოისტს არაერთი ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბაშოთა უმეტესობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი