იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლიმ შესაძლოა კვარაცხელიას წლური ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაზარდოს.
ხვიჩა და მის გარეშემო მყოფნი ელოდებიან თუ როდის გადაწყვიტავს "ნაპოლის" პრეზიდენტი დე ლაურენტისი ქართველის კონტრაქტის შესახებ დალაპარაკებას. ამის შესახებ მრავალი იტალიური გამოცემაც საუბრობს.
როგორც Mattimo იუწყება: "ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დარწმუნებულია, რომ პარტენოპეის ბოსის შეწუხება არ ჭირდებათ. ის ამ თემის განხილვას თავად მოითხოვს. კონტრაქტზე საუბარი ჯერ ჩანიშნული არ არის."
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.