გუშინ მსოფლიო ფეხბურთს ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში საიუბილეო 1200-ე მატჩი ჩაატარა.
პორტუგალიელის გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ალ-რიადის" დაუპირისპირდა და მეტოქე 4-1 დაამარცხა. კრიშტიანუმ თავის ანგარიშზე გოლს პლუს ასისტი ჩაიწერა.
ფეხბურთის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რონალდუს მხოლოდ 4 მეკარე უსწრებს, ესენი არიან, ფაბიო ლოპესი 1212 მატჩით, როჟერიუ სენი 1237 შეხვედრით, პოლ ბესტოკი 1286 მატჩით და ინგლისელი პიტერ შილტონი 1375 ჩატარებული შეხვედრით.
"მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორების, რომლებიც დამეხმარნენ 1200 მატჩამდე მისვლაში. აი, ამას ჰქვია მოგზაურობა! მაგრამ ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია" – წერს რონალდუ საკუთარ სოციალურ ქსელში.