სერია A-ს მე-13 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "ატალანტა" 2:1 დაამარცხა, მატჩის პირველი გოლი კი ქართველმა გაიტანა, რითაც მიმდინარე სეზონში მე-4 გატანილი ბურთი ჩაიწერა აქტივში.
სტუმართა თავკაც, ვალტერ მაცარისთვის ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ, ეს სადებიუტო შეხვედრა იყო.
"ნაპოლის" ერთ-ერთი ფან-გვერდი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ქართველი გარემარბი გამარჯვების შემდეგ ვალტერ მაცარის ეხუტება.
"მსგავსი სურათი ხვიჩასა და მის ძველ მწვრთნელზე არასდროს გვინახავს" - წერენ იტალიელები.