FIFA-მ შესაძლოა საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნას, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Twitter-ზე გავრცელდა.
მიზეზი კი "მამლების" ფეხბურთელის, იანის ისუფუს მოქმედებაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ ნიგერიის, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ნაკრების სახელით იასპარეზა.
საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაცია უკრძალავს მოთამაშეებს ერთ შეჯიბრში ორ საერთაშორისო გუნდში თამაშს, ამ რეგლამეტის დარღვევა კი ძირითადად დისკვალიფიკაციით სრულდება.
ამასობაში, საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში გასასვლელად სენეგალს შეხვდება.
🚨 BREAKING! The French U17 team could be DISQUALIFIED from the World Cup for having played Yanis Issoufou... as he also played in the qualifiers for Niger! 😱🇳🇪
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) November 22, 2023
FIFA prohibits players from playing for two international teams in the same competition and could take action.… pic.twitter.com/0QCttYUiib