28 ოქტომბერს პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიმართა, სადაც ლეო მესისთან ერთად ცერემონიალზე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო წარმოდგენილი.
ქართველი ფეხბურთელი და მესი ერთმანეთს შეხვდნენ და საკმაოდ თბილი მისალმებაც გაცვალეს.
ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე მესიმ სარეკორდო მერვე ტიტული მოიგო, რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა მე-17 ადგილი დაიკავა და უდიდეს საფეხბურთო სცენაზე ეს ჯერ მისი პირველი ნაბიჯები გახლავთ.
იხილეთ ვიდეო: