გუშინ დასახელდა იმ მეკარეთა სრული სია, რომლებიც 2024 წლის საუკეთესო კარის დარაჯის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ ამავე სიაში გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, შესაბამისად, ქართველს ექნება შანსი, რომ ლევ იაშინის სახელობის ჯილდო მოიგოს.
აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა.