ქართველი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ერთ-ერთ ინსტაგრამის ფოტოს კომენტარებში, ნეაპოლელი გულშემატკივარი ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს და იმ სხვაობაზე საუბრობს, რაც ქართველ და იტალიელ სპორტსმენებს შორისაა.
"მადლობა კვარას, რომ ქართველები აღმოვაჩინე. მთავარი, რამაც გამაოცა ის არის, რომ ყველანი ოჯახივით ხართ შეკრულებული. არ აქვს მნიშვნელობა სპორტს ან რა გუნდზეა საუბარი - მენტალიტეტი, რომელიც თქვენ გაქვ, აქ იტალიაში არ გააჩნიათ.
ამიტომაც გთხოვთ, არ შეიცვალოთ! მოკითხვა ნეაპოლიდან", - წერს გულშემატკივარი.