საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი ჯემალ ტაბიძე კარიერას რუსეთში გააგრძელებს - ინფორმაციას Geo Team ადასტურებს.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის მცველი დინამო მახაჩკალაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ტაბიძე ახალ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და ტრანსფერიც უახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მცველს რუსეთში თამაშის გამოცდილება წარსულშიც აქვს, ის 2017-2022 წლებში ურალის და უფას ღისებებს იცავდა.