გიორგი ქოჩორაშვილის აგენტს ლა ლიგის გუნდი დაუკავშირდა - ბოლო ცნობები ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

გიორგი ქოჩორაშვილის აგენტს ლა ლიგის გუნდი დაუკავშირდა - ბოლო ცნობები ტრანსფერზე

გიორგი ქოჩორაშვილის აგენტს ლა ლიგის გუნდი დაუკავშირდა - ბოლო ცნობები ტრანსფერზე
22-07-2024, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები წარმატებული თამაშის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ქართველი ფეხბურთელის მომავალს პრემიერ ლიგის გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა, საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ამ დრომდე სიახლე არაფერი იყო.

ახლახანს, Goal.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ესპანური ვილიარეალი 25 წლის ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდა - ამ დრომდე სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ვილიარეალმა გასული სეზონი ლა ლიგაში 53 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი