ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? - Irish Mirror ქართველი მწვრთნელის მომავალზე » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? - Irish Mirror ქართველი მწვრთნელის მომავალზე

ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? - Irish Mirror ქართველი მწვრთნელის მომავალზე
5-07-2024, 17:05
Aa Aa
გაზიარება:

წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ცხადია ვილი სანიოლის მიმართ ინტერესი გაიზარდა - ფრანგი სპეციალისტის გადაბირების ყველაზე დიდი ინტერესი ამ დრომდე ირლანდიელებმა გამოხატეს.

ადგილობრივი Irish Mirror-ის ინფორმაციით, სანიოლის კანდიდატურა მათთვის უკვე გამორიცხულია, რადგან ქართველი მწვრთნელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის თაობაზე.

რაც შეეხება ირლანდიის ნაკრებს, დიდი ალბათობით მას მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მოთამაშე ჯონ ოში ჩაიბარებს.

ცნობისთვის, სანიოლს საქართველოს ნაკრებთან არსებული ხელშეკრულება დეკემბერში უსრულდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი