საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ თბილისის დინამო ოფიციალურად დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის პრესსამსახურიც ადასტურებს: "გიორგი ლორიამ დინამო დატოვა. ლორი, მადლობას გიხდით კლუბში გატარებული პერიოდისთვის და გისურვებთ წარმატებას", - წერია კლუბის განცხადებაში.
ცნობილი გახდა ისიც, რომ 38 წლის მეკარე კვიპროსში დაბრუნდება და კარიერას კვიპროსის უმაღლესი ლიგის ბინადარ არადიპუს ომონიაში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, გიორგი ლორია 2019-2023 წლებში კვიპროსსის ანორთოსისის ღირსებას იცავდა და ამ ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ლორიას ახალ კლუბს, ომონია ქვეყნის უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა.