აი ეს არის წინსვლა - რომელ ადგილზეა სულამანიძე IJF-ის განახლებული რეიტინგში » სპორტის ხაზი

აი ეს არის წინსვლა - რომელ ადგილზეა სულამანიძე IJF-ის განახლებული რეიტინგში

აი ეს არის წინსვლა - რომელ ადგილზეა სულამანიძე IJF-ის განახლებული რეიტინგში
23-12-2022, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ დასრულდა ძიუდოში იერუსალიმის მასტერსი, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ქვეყანას ოქრო, ხოლო ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ, IJF-მ რეიტინგები განაახლა. ცვლილებების შემდეგ, -100კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ილია სულამანიძეს ვხვდებით, რაც მის კარიერაში პირველად ხდება.

ასევე, მასტერსი წარმატებით აისახა ლუკა მაისურაძეზეც, რომელიც თავის წონით კატეგორიაში (-90კგ) სამი პოზიციით დაწინაურდა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, წელი პირველ ნომრად დაასრულეს როგორც ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ისე ტატო გრიგალაშვილმაც (-81კგ).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი