ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე -90კგ კატეგორიაში საქართველოს ლაშა ბექაური წარმოადგენს.
პირველ ეტაპზე ლაშა ბექაურმა ბერძენი ათანასიოს მილონელისი დაამარცხა, რასაც შემდეგ ფრანგების, ლუკას ჰიულეტისა და ტეო ჰერბიერის დამარცხება მოჰყვა.
რაც შეეხება ტურნირის ნახევარფინალს, აქ ლაშამ სლოვაკ ალექს ბარტოს ჯამში შიდოებით აჯობა და ფინალში კვალიფიცირდა!