ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე -90კგ კატეგორიაში მონაწილე ლაშა ბექაურმა საოცრად იასპარეზა.
ტურნირის პირველ ეტაპზე ბექაურმა ბერძენ ანათასიოს მილონელისს აჯობა, რის შემდეგაც ქართველმა ზედიზედ ორი ფრანგი, ლუკას ჰიულეტი და ტეო ჰერბიერი დაამარცხა.
ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირის ნახევარფინალში სლოვაკ ალექს ბარტოს შიდოების წესით აჯობა და ფინალში კვალიფიცირდა, აქ კი ლაშამ კვლავ ფრანგი, ამჯერად პოლ ლივოლსი გასაოცარი გდებით დაამარცხა, - იხილეთ ვიდეო