ჟურნალისტი და ტელეწამყვანი იოლანდა დე რიენცო ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადებას აკეთებს.
“კვარაცხელიას სოციალურ ქსელებში ადანაშაულებენ რომ ხშირად კარგავს ბურთს და გასულ სეზონთან შედარებით მოკლებული აქვს. დაანებეთ ამ ბიჭს თავი. სულ ახლახანს დაიწყო სეზონი და კვარაცხელია ოსიმენთან ერთად კვლავ ბევრ გუნდს გაამწარებს” – ამბობს იოლანდა.
იოლანდა დე რიენცო იმ ჟურნალისტების კატეგორიას მიეკუთვნება, ვისთან ინტერვიუზეც სერია ა-ს ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს.