"ახლა ისეთ რამეს დავწერ ბევრს არ მოეწონება", - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"ახლა ისეთ რამეს დავწერ ბევრს არ მოეწონება", - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ხვიჩაზე

"ახლა ისეთ რამეს დავწერ ბევრს არ მოეწონება", - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ხვიჩაზე
23-03-2023, 18:43
Aa Aa
გაზიარება:

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.

"ეხლა ისეთ რამეს დავწერ ბევრს არ მოეწონება, რადგან ქართული მენტალიტეტით ადრე უნდა დაოჯახდე, იყოლიო ბალღები, გაამრავლო ოჯახი, გვარი, ერი!
რამდენი წლის არის ჩვენი სუპერ ”სთარი” - ხვიჩა კვარაცხელია?
რა ეჩქარება? ჯერ რა დროს მისი ქორწილი და ჯვრისწერაა! კაცი ახლა წყვიტავს ციდან ვარსკვლავებს!
იმედია ეს მისი სურვილით და სიყვარულით ხდება და არა მშობლებისა და ნათესვების დაჟინებით რომ დაქორწინების დროა!
ღმერთმა ბედნიერი და გახარებული ამყოფოს.
უმეტესს შემთხვევაში დაოჯახების შემდეგ კაცები კარგავენ იმ ცხოვრების ჟინს და ჟილკას რაც მანამდე ჰქონდათ.
იმედია ისევ გაგვახარებს და გვასახელებს თავისი გოლებით.
მაინც ვფიქრობ რომ დაოჯახება არ უნდა ეჩქარა!
ჯერ იზეიმე ტრიუმფი, დატკბი ცხოვრებით და ოჯახის უღელში მერე შეყავი თავი.
ეს ჩემი აზრია და არ მეცეთ ახლა.
წარმატებები ყველას!
", - წერს ცისნამი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი