"ნამდვილად არაა ადვილი ის, რომ ფეხბურთელის საცოლე იყო" - ხვიჩა ნიცაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ნამდვილად არაა ადვილი ის, რომ ფეხბურთელის საცოლე იყო" - ხვიჩა ნიცაზე საუბრობს

"ნამდვილად არაა ადვილი ის, რომ ფეხბურთელის საცოლე იყო" - ხვიჩა ნიცაზე საუბრობს
24-04-2023, 19:38
Aa Aa
გაზიარება:

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში შეყვარებულის შესახებ ისაუბრა.

ქართული ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავს ჰკითხეს თუ რამდენად ხშირი მიმოწერა აქვს შეყვარებულთან, რაზეც კვარაცხელიამ უპასუხა:

"ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს."

ასევე ჟურნალისტმა კვარაცხელიას ყურადღება გაუმახვილა იმაზე შეუძლია თუ არა აღნიშნულ გოგონას მისწეროს მას Whatsapp-ში.

"რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებთან და საცოლესთან საუბარი შემიძლია, მაგრამ დიდხანს არა." - უპასუხა ხვიჩამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი