როგორც იცით, ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 77 ნომრიანი მაისურით თამაშობს, რაც ბევრი ადამიანისთვის უცნაური ფაქტია.
სწორედ ამ ყველაფერის შესახებ ჰკითხეს ხვიჩას, რომელმაც მოკლე და ლაკონიური განმარტება გააკეთა: "სიმართლე გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ბმა 77 რიცხვთან არ მაქვს. უბრალოდ, 7 ჩემი საყვარელი ციფრია და ასევე, ამ ნომრით კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს." - თქვა კვარაცხელიამ.