ქართული სპორტის მოქმედი ლეგენდა, ლაშა იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ის და მისი მეუღლე თაფლობის თვეში დასასვენებლად მალდივის კუნძულებზე იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც ამბობს, მას უკანვე დაბრუნება რამდენიმე დღეში მოუნდა:
"მალდივის კუნძულებზე იმიტომ წავედით, რომ ანას სურდა მისი მონახულება. ეს სხვისი საჩუქარი არ ყოფილა, ჩვენ ჩვენი ხარჯებით 1 კვირით წავედით დასასვენებლად, თუმცა მესამე დღეს უკანვე მომინდა დაბრუნება."
"მიუხედავად იმისა, რომ მალდივებზე ზღაპრული გარემოა, სამშობლოს გარეშე დიდი ხნით გაჩერება არ შემიძლია." - იხსენებს ლაშა .