რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ჟურნალისტმა, თინა კანდელაკმა ქართული ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელები მორიგ ჯერზე გააკრიტიკა.
აი, რას ამბობდა ის იქამდე, სანამ საქართველო ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებდა:
"საქართველო ფეხბურთში წარმატებას რომ ვერ აღწევს ეს ლოგიკურია. მათი ფეხბურთელები მხოლოდ ფულზე არიან დახამებულები და შრომა არ აინტერესებთ."
"რუსი ფეხბურთელები პირიქით არიან, ისინი მუდმივად ცდილობენ გაუმჯობესდნენ ვარჯიშის დახმარებით."
"სიმართლე მწარეა, მაგრამ ასეთია. რუსები ქართველებს შრომისმოყვარეობით სჯობიან", - თქვა კანდელაკმა.