ქართული წარმოშობის, თუმცა რუსეთში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, ოთარ კუშანაშვილმა ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა:
"არის თუ არა ქართული ფეხბურთი რუსულზე უკეთესი? - დიახ, ეს ნამდვილად ასეა, ქართული ფეხბურთი რუსულს 100%-ით აღემატება, რაც გასულმა ახალგაზრდულმა სანაკრებო ტურნირმა კარგად წარმოაჩინა."
"ახლა საქართველოში სხვა თაობაა. ფეხბურთელები აღარ ეწევიან, აღარ სვამენ და საქმეს პროფესიონალურად უდგებიან, რის გამოც დიდი უპირატესობის მოპოვება შეუძლიათ."
"ხვიჩა კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, თუმცა უღიმღამო და ცუდ გუნდში თამაშობს. ვფიქრობ, ნაპოლის დაღმასვლა მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბი სპალეტიმ დატოვა", - ამბობს ჟურნალისტი
სხვათა შორის, კუშანაშვილმა ისიც თქვა, რომ ქართველი ქალები კაცებს ყველაფერს ართმევენ და კვარამ ცოლი ნაადრევად მოიყვანა.