"კვარაცხელია მცველების პირდაპირი სამიზნეა" | იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია მცველების პირდაპირი სამიზნეა" | იტალიელი ჟურნალისტი

"კვარაცხელია მცველების პირდაპირი სამიზნეა" | იტალიელი ჟურნალისტი
5-01-2023, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

4 იანვარს იტალიის ჩემპიონატი განახლდა და გუნდებმა 2023 წლის სადებიუტო შეხვედრები გამართეს. სწორედ ასე, ინტერმა საკუთარ კედლებში ლუჩანო სპალეტის ნაპოლი მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 ედინ ჯეკოს გოლით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან იწყებდა, თუმცა არაეფექტური თამაშის გამო, მთავარმა მწვრთნელმა მისი მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილება 76-ე წუთისთვის მიიღო. საბოლოოდ, თამაშში შეტანილმა ცვლილებებმა ბევრი ვერაფერი შეცვალა და ნეაპოლური გუნდი მიმდინარე სერია A-ს ჩემპიონატში პირველად დამარცხდა.

ამავე დაპირისპირებას გამოეხმაურა იტალიელი ჟურნალისტი, რაფაელე აურიემა, რომელმაც კვარაცხელიას მიმართ მგრძნობიარე კომენტარი გააკეთა:

"ძვირფასო კვარაცხელია, შენი ბედი ასეთია, უნდა შეეგუო, რომ მცველების პირდაპირი სამიზნე ხარ და ისინი შენზე მუდმივად იუხეშებენ. სამწუხაროდ, მათ საერთოდ არ იციან, თუ როგორ უნდა შეგაჩერონ ისე, რომ თამაშის წესები არ დაარღვიონ." - თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ამ წაგებით პირველ პოზიციაზე 41 ქულით მაინც რჩება და უახლოეს მდევარ მილანს 5 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას სპალეტის გუნდი 8 დეკემბერს, სტუმრად სამპდორიას წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი