ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

თორნიკე შენგელია: "ფინალი ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება"

2018-06-13 15:01

 დღეს, მადრიდში სტარტს აიღებს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია, რომელშიც თორნიკე შენგელიას “ბასკონია” “რეალს” გაეჯიბრება. მოედნის უპირატესობა “სამეფო კლუბს” აქვს, სასტარტო შეხვედრა კი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა მომავალი ბატალიების წინ, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 “ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით, მაღალ დონეზე ვთამაშობთ და გვინდა, სწორედ ამგვარად გავაგრძელოთ. უდავოა, რომ ფინალი ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

 ყველაფერი უნდა გავიღოთ, რაც შეგვიძლია. როდესაც ყველაფერი დასრულდება, თამამად უნდა შეგვეძლოს იმის თქმა, რომ მაქსიმალურად დავიხარჯეთ. მადრიდის “რეალი” ევროლიგის ჩემპიონია. ეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ ჩვენი შესაძლებლობებიც კარგად იციან და კარგად ემზადებიან. ჩვენც ასე ვართ, ამდენად, ძალიან საინტერესო სერია უნდა გამოვიდეს.

 მთელი სეზონის განმავლობაში ამ ფინალისკენ მოვდიოდით და ვთვლი, რომ “ბასკონია” ტიტულის მოგებას იმსახურებს. სწორედ ამიტომ, უკან დასახევი გზა არ არსებობს.

 კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საჭიროა 3 მატჩის მოგება და არ აქვს მნიშვნელობა ეს 4 თამაშის შემდეგ მოხდება, თუ – ხუთის. ფინალისთვის ყველა ჩვენთაგანი უნდა იყოს მზად, როგორც ფიზიკურად, ასევე – მენტალურად”.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2250 40%
კალათბურთზე 629 11.2%
რაგბიზე 1434 25.5%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 271 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 758 13.5%
სხვა სახეობებზე 105 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5690
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908