ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ისტორიული მოვლენა ! ნახეთ რა აღიარება მოიპოვა თორნიკე შენგელიამ ევროპაში

2018-01-09 17:21

 ევროპის ყველაზე გლობალურმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com-მა 2017 წელი შეაჯამა. საიტმა გამოავლინა საუკეთესო მოთამაშეები და ხუთეულები, სადაც ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია საკმაო დოზით ფიგურირებს.

საუკეთესონი ევროპაში მოთამაშეთაგან


 2017 წელს ევროპაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელად სერბი ბოგდან ბოგდანოვიჩი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს ევრობასკეტზე ვერცხლი მოუტანა, ხოლო “ფენერბაჰჩეს” – ევროლიგა მოაგებინა. იგი ამჟამად “საკრამენტოს” ღირსებას იცავს.

 ბოგდანოვიჩთან ერთად ევროპაში მოთამაშეთა პირველ ხუთეულში მოხვდნენ: ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ნანდო დე კოლო (საფრანგეთი), გეორგიოს პრინტეზისი (საბერძნეთი), ეკპე ადო (ნიგერია/აშშ).


 ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია ევროპაში მოთამაშეთა მეორე ხუთეულში მოხვდა: მილოშ ტეოდოშიჩი (სერბეთი), კეიტ ლენგფორდი (აშშ), ალექსეი შვედი (რუსეთი), თორნიკე შენგელია (საქართველო) და იან ვესელი (ჩეხეთი).

 ევროპის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი ძველი ნაცნობი იგორ კოკოშკოვი დასახელდა.

საუკეთესონი ევროპა+NBA

 2017 წლის საუკეთესო ევროპელი კალათბურთელი სლოვენიის ნაკრების ლიდერი გორან დრაგიჩი გახდა.
სიმბოლური ნაკრები: გორან დრაგიჩი (სლოვენია), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), კრისტაპს პორზინგისი (ლატვია), რუდი გობერი (საფრანგეთი).

 მეორე სიმბოლური: დენის შრიოდერი (გერმანია), ევან ფურნიე (საფრანგეთი), ნანდო დე კოლო (საფრანგეთი), ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), მარკ გასოლი (ესპანეთი).

 ასევე, შედგა საპატიო ათეული, სადაც თორნიკე შენგელია ისეთ ვარსკვლავებთან ერთადაა, როგორებიც არიან: ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა ბატუმი, ნიკოლა ვუჩევიჩი, იან ვესელი, ნიკოლა მიროტიჩი, იონას ვალანჩუნასი, პაუ გასოლი, დარიო სარიჩი, მილოშ ტეოდოშიჩი, ალექსეი შვედი.

 როგორც ხედავთ, ამ ათეულიდან მხოლოდ შენგელია და შვედი არ არიან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბინადარნი. საქმე ისე მიდის, მომავალი სეზონიდან თოკოც შეუერთდება ევრო-NBA-ელთა მრავალრიცხოვან თანავარსკვლავედს.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 1296 40.6%
კალათბურთზე 472 14.8%
რაგბიზე 1012 31.7%
ხელბურთზე 97 3%
ჭიდაობაზე 155 4.9%
ავტო-მოტოზე 34 1.1%
ჩოგბურთზე 66 2.1%
სხვა სახეობებზე 61 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908