რა სიახლეებია გიორგი ჩაკვეტაძის მწვრთნელთან დაკავშირებით? » სპორტის ხაზი

რა სიახლეებია გიორგი ჩაკვეტაძის მწვრთნელთან დაკავშირებით?

რა სიახლეებია გიორგი ჩაკვეტაძის მწვრთნელთან დაკავშირებით?
25-04-2024, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ინგლისურ მედიაში იწერება, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდთან ხელშეკრულება განაახლა და ის გუნდში კიდევ 1 წლით დარჩება.

ტომ კლევერლიმ უოტფორდში მუშაობისას 7 მატჩი გამართა, საიდანაც მისმა გუნდმა 1 მოიგო, 1 წააგო და 5 ფრე ითამაშა.

ალბათ, კლევერლის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უოტფორდმა დაცვაში თამაში საგრძნობლად გამოასწორა და 7 შემთხვევიდან კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონშიპის სეზონში გიორგი ჩაკვეტაძეს უოტფორდის მაისურით 34 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც მან 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.