ნოიერმა კასილასის რეკორდი გააუმჯობესა » სპორტის ხაზი

ნოიერმა კასილასის რეკორდი გააუმჯობესა

ნოიერმა კასილასის რეკორდი გააუმჯობესა
18-04-2024, 12:04
Aa Aa
გაზიარება:

"ბაიერნმა" "არსენალი" ჩემპიონთა ლიგას შინაურ კედლებში 1-0 გამარჯვების შემდეგ გამოთიშა.

"რეკორდმაისტერების" კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა მშრალად შენახული კარით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი მოხსნა 58 მატჩში მშრალად შენახული კარით.

აქამდე ეს რეკორდი იკერ კასილასს ეკუთვნოდა (57), მაგრამ ნოიერმა ესპანელს გადაუსწრო და დაწინაურდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნოიერს ამ შედეგის მისაღწევად 138 შეხვედრა დასჭირდა, კასილასს კი 177.

მესამე ადგილზე ამ მაჩვენებლით ჯანლუიჯი ბუფონია, რომელმაც კარის მშრალად შენახვა ჩემპიონთა ლიგაზე 52-ჯერ შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი