მოგეხსენებათ, რომ "ვალენსია" "ბარსელონას" დაპირისპირებაში როდესაც მასპინძლები 2-1-ს იგებდნენ, მამარდაშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო და "ღამურები" 10 კაცით დატოვა, რის შედეგადაც კატალონიელებმა მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანურმა მედიამ მამარდაშვილი დაიცვა და გიორგის შემცვლელი მეკარე ხაუმე დომენეკი გააკრიტიკა მაშინ, როდესაც ფეხბურთელთა შეფასებები გამოაქვეყნა.
"მამარდაშვილი - პირველი ტაიმის მიწურულს გააძევეს, თუმცა მანამდე კარს ძალიან კარგად იცავდა.
"დომენეკი - იგი გიორგის გაძევების შემდეგ გამოვიდა და დაამტკიცა, რომ მამარდაშვილის შეცვლა მარტივი არ არის. დამაჯერებლად ვერ ითამაშა და კატალონიელების ბოლო ორ გოლში აშკარად უკეთ თამაში მართებდა", - წერს გამოცემა "AS", რომელიც სტატიას ასე ასათაურებს: "დომენეკი მამარდაშვილი არ არის".