ბორდოს მწვრთნელი: "ზურიკო დავითაშვილისგან კლუბი ბევრს ელის" » სპორტის ხაზი

ბორდოს მწვრთნელი: "ზურიკო დავითაშვილისგან კლუბი ბევრს ელის"

ბორდოს მწვრთნელი: "ზურიკო დავითაშვილისგან კლუბი ბევრს ელის"
29-03-2024, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებზე კომენტარს ამავე მოთამაშეთა მწვრთნელები (კლუბებში) აკეთებენ.

აი, რა თქვა ბორდოს დამრიგებელმა, ალბერტ რიერამ ზურიკო დავითაშვილის შესახებ:

"ზოგადად, ყოველთვის მირჩევნია, რომ გუნდზე ვისაუბრო და არა კონკრეტულ ფეხბურთელებზე, თუმცა, ცხადია, მისგან ბევრს ველით და თავადა იცის, რომ კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს."

"დარწმუნებული ვარ, რომ ზურიკო დავითაშვილი კლუბში მოტივირებული დაგვიბრუნდება, რადგან მისმა ქვეყანამ ევრო 2024-ზე გასვლა შეძლო."

"ზურიკომ იცის, რომ სტატისტიკით ჯერ ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ის ამაზე მუშაობს. დავითაშვილს შეუძლია, რომ შეტევაში მრავალფეროვანი იყოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა"
, - თქვა რიერამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.