კარლსრუეს მწვრთნელი: "ბუდუ ზივზივაძეს მხარს ყველა ვუჭერდით" » სპორტის ხაზი

კარლსრუეს მწვრთნელი: "ბუდუ ზივზივაძეს მხარს ყველა ვუჭერდით"

კარლსრუეს მწვრთნელი: "ბუდუ ზივზივაძეს მხარს ყველა ვუჭერდით"
29-03-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის რანგით მეორე დივიზიონის 27-ე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე შალკეს დაუპირისპირდება.

იქამდე, გთავაზობთ კარლსრუეს მთავარი მწვრთნელის, კრისტიან აიხნერის კომენტარს, რომელიც მან ქართველი ფორვარდის შესახებ გააკეთა.

"ვერც კი მიხვდებით თუ რას ნიშნავს ქართველებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ბუდუს ყველა ვგულშემატკივრობდით და მისი წარმატება გაგვიხარდა."

"ზივზივაძემ პირველ შეხვედრაში უდიდესი როლი ითამაშა. ახლა უნდა მოვიცადოთ და დავაკვირდებით თუ რამდენადაა მზად ის იმისთვის, რომ მომდევნო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს"
, - თქვა აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგა 2-ში ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი