"თამაშს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ" - ვაისი » სპორტის ხაზი

"თამაშს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ" - ვაისი

"თამაშს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ" - ვაისი
28-03-2024, 10:36
Aa Aa
გაზიარება:

Metaratings-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ნაკრებში არსებულ პროგრესზე გააკეთა კომენტარი.

"თამაშს თვალყურს ვადევნებდი და ძალიან ბედნიერი ვარ ამ არაჩვეულებრივი პერფორმანსით. ჩემი წასვლის შემდეგ მაღალი დონის სპეციალისტი მოვიდა და გუნდს კარგად გაუძღვა.

გულშემატკივრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დაიმსახურეს. უკანასკნელ 10 წელიწადში ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა ამ ქვეყანაში თავის შესანიშნავ გულშემატკივრებთან ერთად. გუნდში ახალგაზრდები საკმაო რაოდენობითაა, ჰყავთ მაღალი დონის მეკარე და კარგად შეკრული გუნდი.

მას შემდეგ რაც ნაკრები დავტოვე იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებსაც შანსს ვაძლევდი, მეტი გამოცდილება შეიძინეს და გაიზარდნენ. გამოცდილება, ხარისხი, სტილი, ეს ყველაფერი შეიცვალა. ადრე ვცდილობდით ჭკვიანურად გვეთამაშა დაცვიდან კონტრშეტევებზე.

ოთხი წლის წინ ვერ შევძელით ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება და გამიხარდა, რომ იგივე არ მოხდა ამ ფინალზეც. ფსიქოლოგიურად რთულად მოსამზადებელი მატჩი იყო და ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად ახლა მეც გახარებული ვარ." - 
განაცხადა სლოვაკმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი