თურქეთი - საქართველო | როგორ ფასდება ეროვნული ნაკრების შანსები ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაზე? » სპორტის ხაზი

თურქეთი - საქართველო | როგორ ფასდება ეროვნული ნაკრების შანსები ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაზე?

თურქეთი - საქართველო | როგორ ფასდება ეროვნული ნაკრების შანსები ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაზე?
27-03-2024, 16:38
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

18 ივნისამდე შორია, თუმცა ევროზე ჩვენი სადებიუტო შეხვედრის (რომელიც ნაკრებს თურქეთთან ელის) კოეფიციენტები უკვე გამოქვეყნებულია.

როგორც ბუქმეიკერები ფიქრობენ, თურქებს გამარჯვებაზე 1.62 კოეფიციენტი აქვთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი თითქმის 4-ჯერ მეტი, კერძოდ 5.00, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტები აღნიშნული შეხვედრის უპირობო ფავორიტებად სწორედ თურქებს თვლიან.

საინტერესოა, რომ ბუქმეიკერებს დაახლოებით იგივე მოლოდინები ჰქონდათ საბერძნეთთან მიმართებითაც, რომლებსაც მათ ფავორიტის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა თუ როგორ დასრულდა საქართველოში შეხვედრა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი