სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ქართველებისთვის აღნიშნული მოგება ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველია.
ქართველმა ხელბურთელებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს 22:19 სძლიეს.
იმის შემდეგ რაც ანგარიში პირველ ნახევარში 9:9 იყო, მეორე ნახევარში მეტოქე 13:10 დავამარცხეთ.
სატურნირო ცხრილში საქართველო 2 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ბოსნია 0 ქულით ბოლო ადგილზეა, ცხრილს კი ნიდერლანდები და შვედეთი ლიდერობენ, რომელთაც 4-4 ქულა აქვთ.