საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ცხრა მედლით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა » სპორტის ხაზი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ცხრა მედლით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ცხრა მედლით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა
გუშინ, 23:58
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი და 9 მედალი მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის დროშა გადაეცა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ტალახაძეს, რომელიც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.

ნაკრებისთვის პირველი მედლები რამინ შამილშვილმა მოიპოვა, 2 ბრინჯაოს მედლით. გოდერძი ბერდელიძემ 1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი, ხოლო რევაზ დავითაძემ 3 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ჩემპიონატის ბოლო დღეს ბაქარ თურმანიძემ 1 ბრინჯაოს მედალი დაამატა. ქართველმა ძალოსნებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა:

რამინ შამილშვილი (55 კგ)
გოდერძი ბერდელიძე (61 კგ)
გურამ გიორბელიძე (67 კგ)
არჩილ მალაყმაძე (81 კგ)
საბა ასანიძე (89 კგ)
რევაზ დავითაძე (96 კგ)
ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ)
ზაზა ლომთაძე (109 კგ)
ლონგინოზ ბრეგვაძე (109 კგ)
ბაქარ თურმანიძე (+109 კგ)
ნათია გადელია (81 კგ)
მწვრთნელები: გიორგი ასანიძე (მთავარი მწვრთნელი), ავთო გახოკიძე, გია ცირეკიძე.

სამედიცინო გუნდი: გიორგი ჭინჭარაული (ექიმი-რეაბილიტოლოგი), რუსლან ღიბრაძე (ფიზიოთერაპევტი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი